LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დიდი ბიჭები ერთობიან“ – ჰოლივუდელი გულთამპყრობელები, 80 წლის მიკ ჯაგერი და 48 წლის ლეონარდო დიკაპრიო შვებულებას ერთად ატარებენ

182
page

ამბობენ, რომ ლეონარდო დიკაპრიომ ლამაზი ქალბატონების მოხიბვლის ტექნიკები ლეგენდარული როკ-მუსიკოსისგან, მიკ ჯაგერისგან ისწავლა. მიუხედავად დიდი ასაკობრივი სხვაობისა, ლეო და მიკი მრავალი წელია ახლო მეგობრები არიან.

ახლა კი ირკვევა, რომ ისინი ზაფხულის ცხელ დღეებს ერთად ატარებენ. პაპარაცებმა ისინი იახტაზე გადაიღეს. ჯაგერს თან მეგობარი ქალბატონი, მელანი ჰემრიკი ახლდა, ლეო კი ამჯერად მორიგი ლამაზმანი მოდელის გარეშე იყო წარმოდგენილი.

„დიდი ბიჭები ერთობიან“, „ამ ორის ერთად ნახვა, რა სასიამოვნოა“, „ლეგენდები“, – წერენ კომენტარებში.

ცნობისთვის,  გასულ თვეს The Rolling Stones ვოკალისტი 80 წლის გახდა. იუბილე ვარსკვლავმა ლონდონში მდებარე ღამის კლუბში, Embargo Republica აღნიშნა. წვეულებაზე ლეონარდოც იმყოფებოდა.

ვიდეო: ლეონარდო დიკაპრიო, ლენი კრავიცი, შიშველი მოცეკვავეები და სასმელის ზღვა – მიკ ჯაგერმა 80 წლის იუბილე გრანდიოზულად აღნიშნა

„დედიკოს ბიჭი“ – 48 წლის ლეონარდი დიკაპრიო იახტაზე დედასთან და შეყვარებულთან ერთად ნებივრობს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები