LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდი ბრიტანეთი რუსეთზე დამოკიდებულების შესამცირებლად თხევადი გაზის შეძენას განიხილავს

74

დიდი ბრიტანეთი თხევადი გაზის შეძენის შესაძლებლობებს სწავლობს, რათა შეამციროს რუსეთზე დამოკიდებულება და რუსეთის გავლენა, რომელსაც რუსეთი ენერგეტიკული ბაზრების მეშვეობით ახორციელებს.

ამის შესახებ განცხადება დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბორის ჯონსონმა,  გააკეთა.

შეგახსენებთ, რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის, სერგეი სკრიპალის, მოწამვლასთან დაკავშირებით, დიდი ბრიტანეთი 23 რუს დიპლომატს გააძევებს.

ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ გუშინ ბრიტანეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ოფიციალურმა მოსკოვმა არ უპასუხა ლონდონის მოთხოვნას, განემარტა, თუ როგორ მოხვდა რუსეთში შემუშავებული მომწამლავი ნივთიერება დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g