LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დიდი ბულინგი მიმდინარეობს სპორტსმენებზე, ძალიან ბევრი ვეცადე ამერიდებინა მათთვის ეს ზეწოლა – საქართველოში თურმე მიუღებელია რაღაც და გერმანიაში, საფრანგეთსა და ამერიკაში დასაშვებია“ – ყაველაშვილი

320
მიხეილ ყაველაშვილი, ბუდუ ზივზივაძე

„დიდი ბულინგი მიმდინარეობს სპორტსმენებზე, ძალიან ბევრი ვეცადე ამერიდებინა მათთვის ეს ზეწოლა, რადგან ვიცი, საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი ეს რა რთულია“, – ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ პოლიტიკური მდივანი, მიხეილ ყაველაშვილი ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრი, ბუდუ ზივზივაძისა და ნაკრების სხვა წევრების მიერ გავრცელებულ პოსტებს, რომელიც ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ეხება.

ნაკრების ფეხბურთელების, ბუდუ ზივზივაძისა და გიორგი ჩაკვეტაძის შემდეგ, საქართველოში მიმდინარე აქციებს მხარდაჭერა გამოუცხადეს ფეხბურთელებმა, გიორგი ქოჩორაშვილმა და გიორგი ქვილითაიამაც.

ბუდუ ზივზივაძე: „ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა … არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს”

გი­ორ­გი ქო­ჩო­რაშ­ვი­ლი: „დიდება და თავისუფლება საქართველოს და არა ძალადობას… არა რუსეთს, საქართველოს გზა ევროპაშია, მე ვარ საქართველო”

„მიჭირს და რთულია ვუყურო, როგორ უპირისპირდებიან ჩემს თანამოქალაქეებს … გაიწვიეთ ეს კანონი და კვლავ ისევ ერთიანად გავაგრძელოთ ცხოვრება”- გიორგი ჩაკვეტაძე

ყაველაშვილის თქმით, კარგი იქნება სპორტსმენებმა ნახონ, როგორ მოქმედებს პოლიცია დასავლეთის ქვეყნებში და შემდეგ შეადარონ საქართველოში სამართალდამცავების მოქმედებას.

„მივმართავ ბუდუ ზივზივაძეს, იმ სპორტსმენებს, რომლებმაც განცხადებები გააკეთეს „არა რუსულ კანონს“ და პოზიცია დაიკავეს – ნახონ, როგორ დაარბიეს აქცია ამერიკის შეერთებულ შტატებში, რამდენი კაცი დაიჭირეს; გერმანიაში ბრძანდება ბუდუ ზივზივაძე და როგორ ეპყრობიან იქ აქციის მონაწილეებს პოლიციელები და აბა ვინმემ გაუბედოს და რამე უთხრას მათ; საფრანგეთში გზა გადაიკეტა და იქაც დაშალეს აქცია და ანალოგიური ხდება ყველგან… შეადარონ ახლა საქართველოში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში სიტუაცია, შეიძლება ეს ორმაგი სტანდარტი?

საქართველოში თურმე მიუღებელია რაღაც და გერმანიაში, საფრანგეთსა და ამერიკაში დასაშვებია. თუ თავისუფალი ხარ შენ აზროვნებაში, ერთ მხარეს დგები და როცა შენს უფროს კოლეგას მოღალატედ წარმოაჩენენ, მაგალითად ლევან კობიაშვილს, დავით კაჭარავას და არ გიჩნდება მათ მიმართ სოლიდარობის განცდა, ისევე როგორც ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ, რომლის წინააღმდეგაც ერთი ამბავი ჰქონდა ატეხილი მთელ ამ „ბაბლს„ და ახლა სურათებს იღებენ, მაშინ პასუხისმგებლობაც უნდა აიღო.

„მივმართავ ხვიჩა კვარაცხელიას, გაემიჯნოს ამ ნაძირლებს“ – მიხეილ ყაველაშვილი

ერთხელ გინახავთ სახალხო დამცველი გამოსულიყო და დაეცვა ხვიჩა კვარაცხელია ან თორნიკე შენგელია? ესენი არიან ახლა აყოლილი დროებას და ცდილობენ გამოიყენონ ეს ადამიანები. სად იყვნენ მაშინ, როცა გადაფარებული ვიყავი სპორტსმენებს, ჩვენ ვიცით მათი ფასი, არა იმიტომ, რომ ახლა მაგრად თამაშობენ და ხელის გულზე ატარებს მთელი ქვეყანა, არამედ, როცა უჭირდათ მაშინ ვედექით ჩვენ გვერდში და ამას არც არავის ვაყვედრით.

მინდა ვუთხრა ბუდუ ზუვზუვაძე, რომ ვისითაც იმართება ეს პროცესები – ნაციონალური მოძრაობა, იცი როგორ იჭერდა ადამიანებს? ტელე-დაჭერების სერია ჰქონდათ და არ შეიძლება ადამიანებმა იმით გავიმართლოთ თავი, რომ ვიღაც მირეკავს, მაიძულებს რაღაც პოზა დავიჭირო. არ მინდა რაღაც წამომცდეს, მეც ვიყავი ახალგაზრდა და ვიცი, რომ აუცილებელია შეინარჩუნონ სიმტკიცე, იმიტომ, რომ არ უნდა გქონდეს ხინჯი, რომ ვიღაცამ დაგავალა და გათქმევინა რაღაც“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

„12 წლის წინ, ასეთი წესები პირველად რუსეთმა შემოიღო – შევყავართ სივრცეში, რომელშიც აღარ იქნება თავისუფალი მედია და სამოქალაქო სექტორი“: რა მიზანს ემსახურება „გამჭვირვალობის“ შესახებ „ოცნების“ კანონპროექტი

mazda magti 5g