„დიდი ხანია, ლონდონში არ ვყოფილვარ, დაახლოებით 6 წელია და დიდი სიამოვნებით ჩავალ,“ – ასე უპასუხა შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ „ომეგა ჯგუფის“ და ტელეკომპანია „იბერიას“ საქმესთან დაკავშირებით, ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, აპირებს თუ არა ლონდონში ჩასვლას.
„დიდი ხანია, ლონდონში არ ვყოფილვარ, მართლა, დაახლოებით 6 წელია და დიდი სიამოვნებით ჩავალ ლონდონში. როდესაც არსებობს ეჭვები, განსაკუთრებით თანამდებობის პირებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, შესაბამისმა უწყებებმა უნდა იმოქმედონ კანონის სრული დაცვით და, რაც შეიძლება სწრაფად, იმისთვის, რომ ამ კითხვებს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში როდესაც ეს კითხვები გაურკვეველია, გაეცეს შესაბამისი პასუხი,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.