39 წლის მომღერალი, კელი როულენდი ორსულადაა. ის და მისი მეუღლე, 46 წლის ტიმ უიზერსპუნი მეორე შვილს ელოდებიან. სიახლე ვარსკვლავმა ჟურნალი Women’s Health-ის საშუალებით გაავრცელა და ფოტოსესიაშიც მიიღო მონაწილოება. კელიმ ინტერვიუში გაამხილა, რომ ის და მისი მეუღლე უკვე კარგა ხანია მეორე შვილზე ოცნებობენ, თუმცა, არ ეგონა, რომ დაორსულებას ასე მალე შეძლებდა.
„ჩვენ დიდი ხანია მეორე შვილზე ვოცნებობდით, შემდეგ პანდემიაც დაიწყო და ყველაფერი თავისთავად მოხდა. ორსულობის შესახებ რომ გავიგე, ვიფიქრე, რომ ჩემი თაყვანისმცემლებს იმედი გაუცრუვდებოდათ, ისინი ხომ ჩემს ახალ ალბომს ელოდნენ“, – განაცხადა კელიმ.
შეგახსენებთ, კელი და თავისი მენეჯერი, ტიმი 2014 წელს დაქორწინდნენ, ისინი 6 წლის ვაჟზს ზრდიან.