LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯენეტ ჯექსონის ჰიტებზე აცეკვებული ბიონსე და კელი როულენდი (ვიდეო)

96
13998956-0-image-a-22_1558921270563

პირველად კარიერის განმავლობაში, ჯენეტ ჯექსონი ლას-ვეგასის რეზიდენტი გახდა. ამერიკელი მომღერლის შოუმ სახელწოდებით Metamorphosis, რომელიც მისი მეოთხე სტუდიური ალბომის, Rhythm Nation 30 წლის იუბილეს ეძღვნება, სტარტი 17 მაისს აიღო.

ჯენეტ ჯექსონი ლას-ვეგასის რეზიდენტი გახდა (ვიდეო)

პოპის მეფის დის წარმოდგენებს Park Theater უმასპინძლებს.

აღსანიშნავია, რომ მაისის განმავლობაში დაგეგმილი პერფორმანსები უკვე დასრულდა, ქსელში კი პოპის მეფის დის ერთ-ერთ საღამოზე ბიონსესა და კელი როულენდის ცეკვის ამსახველი ვიდეო გავრცელდა.

ვიდეოში, Destiny’s Child-ის ექს-წევრები 53 წლის შემსრულებლის 1986 წლის ჰიტზე What Have You Done for Me Lately ცეკვავენ.

ამასთან, ინტერნეტში ის ვიდეოც მოხვდა, რომელშიც ჯეი-ზის მეუღლე 1989 წლის სიმღერას Rhythm Nation ჰყვება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები