მსახიობებმა ეკა დემეტრაძემ, გივიკო ბარათაშვილმა, კახა კინწურაშვილმა და ნანკა კალატოზიშვილმა ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი დატოვეს.
მსახიობები სოციალურ ქსელში მსგავსი შინაარსის პოსტებს აქვეყნებენ.
„დღეიდან აღარ ვარ ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის მსახიობი.
დიდი მადლობა ყველას ვისთან ერთადაც სცენაზე ვმდგარვარ,” – წერს ეკა დემეტრაძე.
სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს ასევე გივიკო ბარათაშვილი.
„დღეიდან აღარ ვარ ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის მსახიობი.
დიდი მადლობა ყველას ვისთან ერთადაც ეს წლები გავატარე ამ თეატრში,“ – აღნიშნავს ბარათაშვილი.
„დღეიდან აღარ ვარ ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის მსახიობი.
დიდი მადლობა ყველას ვისთან ერთადაც სცენაზე ვმდგარვარ“ – წერს ნანკა.
ცნობისთვის, გუშინ ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის ფასადიდან ანდრო ჭიჭინაძის ბანერი ჩამოხსნეს, რასაც მსახიობების პროტესტი მოჰყვა.
