ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ლიდერები, რომლებიც ბრიტანეთში შეიკრიბებიან, ყურადღებას რუსეთის მცდელობებზე გაამახვილებენ, რომლებიც როგორც ეს მიშელმა თქვა, დასავლური ერთიანობის ძირის გამოთხრისკენაა მიმართული.
მისი თქმით, „დიდი შვიდეულის“ პარტნიორებს რუსეთის მავნებლური ქმედებების შესახებ მსგავსი შეხედულება აქვთ.
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები რუსეთის მავნებლური ქმედებების შესახებ მსგავს შეხედულებებს იზიარებენ,“- განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა.
შეგახსენებთ, რომ „დიდი შვიდეულის“ სამიტი კორნოულში, ინგლისში, 11-13 ივნისს გაიმართება.
ევროსაბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა