LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროსაბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა

54
შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პრესსპიკერი ავრცელებს.

ამავე ინფორმაციის თანახმად, პრეზიდენტმა მიშელმა რუსეთის პრეზიდენტს ევროპული საბჭოს პოზიცია ევროკავშირი-რუსეთის ურთიერთობებზე გააცნო, რაზეც საბჭომ მაისის ბოლოს იმსჯელა.

„ევროპელმა ლიდერებმა დაგმეს რუსეთის არალეგალური, პროვოკაციული და დესტრუქციული აქტივობა, რაც მიმართულია ევროკავშირის, მისი წევრებისა და სხვების წინააღმდეგ. ევროკავშირი ერთიანი და სოლიდარულია ასეთი ქმედებების წინაშე. ევროკავშირის და რუსეთის ურთიერთობები დაბალ ნიშნულზეა. ეს სიტუაცია და მისი შემდგომი გაუარესება არც ერთი მხარის ინტერესებში არ შედის“, – ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა პუტინთან სატელეფონო საუბრისას დაადასტურა ევროკავშირის მხრიდან უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ხაზი გაუსვა რუსეთის წილ პასუხისმგებლობას მინსკის შეთანხმების იმპლემენტაციაში.

შარლ მიშელმა ასევე ისაუბრა ბელარუსის საკითხზე და ევროკავშირის პოზიცია გაიმეორა, რომელიც ორგანიზაციას ბელარუსის ხელისუფლების მიერ „რეინეარის“ თვითმფრინავის მინსკის აეროპორტში იძულებით დაშვებასთან დაკავშირებით აქვს – მან პუტინს აღნიშნული ინციდენტის შემდეგ, ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებზე ინფორმაცია  მიაწოდა.

„პრეზიდენტმა მიშელმა ხაზი გაუსვა, რომ გადამწყვეტია, ბელარუსის ხელისუფლებამ გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები, შეწყვიტოს რეპრესიები და ძალადობა, ასევე ჩაერთოს ინკლუზიურ ეროვნულ დიალოგში. რუსეთს შეუძლია, ითამაშოს კონსტრუქციული როლი ამ კრიზისის გადაჭრაში,“ – ნათქვამია ევროპული საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g