5 სუფრის კოვზის დიეტა მოეწონება მათ, ვინც გასახდომად მარტივ წესებს ეძებს და არ სურთ, ჩვეულ მენიუში სერიოზული ცვლილებები შეიტანონ.
დიეტის ხანგრძლივობა არ არის შეზღუდული, საკვების მიღების გრაფიკი და პორციის მოცულობა მკაცრად არის გაწერილი, სხვა შეზღუდვები დიეტას არ აქვს. შედეგად კი 5-დან 20 გკ-მდე დაიკლებთ.
აღნიშნული დიეტის დაცვა არ შეიძლება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ასევე – ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში. ნებისმიერ შემთხვევაში, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
პოპულარული დიეტა – „ხუთი სუფრის კოვზი“ სწორი კვების ერთ-ერთი ინტერპრეტაციაა. ვიკვებებით მცირე პორციებით და ხშირად, შედეგად – ვერ ვასწრებთ, მოგვშივდეს.
თეფშზე უნდა გადმოვიღოთ ჩვენი კერძის მხოლოდ 5 კოვზი. კვებებს შორის 3 საათზე ნაკლები არ უნდა იყოს. თუ ამ წესს დაიცავთ, ჭამა ძილის წინაც შეგიძლიათ.
მენიუს შედგენა ნებისმიერი პროდუქტით შეგიძლიათ, მკაცრი შეზღუდვა ეხება მხოლოდ ალკოჰოლს და შაქრიან სასმელს, მათ შორის ნებისმიერი ხილის წვენს.
ჩაი, ყავა და წყალი დიეტის დროს შეგიძლიათ განუსაზღვრელი რაოდენობით მიიღოთ.
გირჩევთ, უარი თქვათ სოუსზე და მარინადზე, ასევე ცხარე და მარილიან საკვებზე, მადა რომ არ მოგიმატოთ. რეკომენდებულია, არ ჭამოთ შემწვარი საკვები და ნახევარფაბრიკატები. რისი მიღებაც უმად შეიძლება, მიიღეთ უმად, დანარჩენი კი დაამუშავეთ გრილზე, ორთქლზე და ა.შ.
თხევად საკვებს კოვზებით მარტივად გაზომავთ, რაც შეეხება მყარ საკვებს, მიიღეთ დაახლოებით 150-200 გრამი.
მათალია, დიეტა „5 სუფრის კოვზი“ ყველაფრის ჭამის ნებას გრთავთ, მაგრამ არის საკვები, რომლისგანაც, უმჯობესია თავი შეიკავოთ. მაგალითად – სწრაფი ნახშირწყლები, ნამცხვრები და ტკბილეული მომენტალურად გამოაკეთებს თქვენს ხასიათს, თუმცა შაქრისა და კრახმალის მაღალი შემცველობის გამო რამდენიმე წუთში ძლიერ შიმშილს გაოიწვევს. ასევე, ფრთხილად იყავით ხილთან, ნებისმიერი დიეტის დროს.
ცხიმის მიღება შეგიძლიათ, თუმცა ეცადეთ, ცივად დაწურვის მეთოდით მომზადებული ზეთი მიიღოთ.
რაც შეეხება ცილოვან საკვებს, ნებისმიერი დიეტის აუცილებელი ინგრედიენტია, ამიტომ ეცადეთ, თქვენი კვების რაციონში ყველაზე დიდი ადგილი სწორედ ცილოვან საკვებს ეკავოს.
დიეტა „5 სუფრის კოვზი“ – მენიუს მაგალითი :
8:00 — შვრიის ფაფა კენკრით, ზეთით, ყავა.
11:00 — ბანანი, ან საშუალო ზომის ვაშლი, ან პომიდორი
14:00 — მოხარშული ხორცის ულუფა, ან ქათმის ფილე გრილზე
17:00 — ბოსტნეულის სალათი ზეითუნის ზეთით
20:00 — ხაჭოს ულუფა
23:00 — კეფირი
არ დაგავიწყდეთ, რომ დღის განმავლობაში უნდა მიიღოთ ბევრი წყალი.
