პირველ რიგში დავიწყოთ რისკ ჯგუფებით. მეორე ჯგუფს სიხლის მატარებელი ადამიანები მიდრეკილები არიან გულსისხლძარღვთა დაავადებებისკენ. ასევე ხშირია ონკოლოგიური დაავადებები, ანემია, მუცლის ღრუს პათოლოგიები და დიაბეტი.
რა უნდა მივირთვათ აუცილებლად:
1. ასეთ დროს ძალიან კარგია თუ უარს იტყვით ხორცპროდუქტებზე და უპირატესობას მიანიჭებთ ვეგეტარიანულ საკვებს.
2. კარგია ბურღულეული ხორბლის გარდა.
3. თამამად შეგიძლით მიირთვათ ლობიო.
4. რაც მეტია ხილი და განსაკუთრებით ანანასი, მით უკეთესი. სამაგიეროდ უკუჩვენებაა ციტრუსებსა და ბანანზე.
5. თევზის მიღება რეკომენდებულია მცირე დოზით.
6. შეიძლება წყალი, ყავა, მწვანე ჩაი და წითელი ღვინო. ფანტასტიურია ლიმნიანი წყალი.
7. ძალიან უხდება ადამიანებს ამ ჯგუფის სისხლით ნიორი და ხახვი. კარგია სტაფილოც, თუ ის დიდად არ მოგწონთ, მიიღეთ ფრეშის სახით.
რა უნდა ავკრძალოთ:
1. ჯობს ხილი მეტი მიირთვათ, ვიდრე ბოსტნეული
2. რძის პროდუქტებზეც შეზღუდვაა. ყველი დიდი რაოდენობით, ასევე მჟავე რძის პროდუქტები
3. მინიმუმამდე დაიყვაენთ შაქრის მოხმარება.
რ არ არის რეკომენდებული:
1. ფორთოხლის წვენი
2. შავი ჩაი
რა უნდა გამოვრიცხოთ მენიუდან:
1. პირველ რიგში ხორცი, თუმცა მცირე დოზით შეიძლება ქათამი ან ინდაურის ხორცი
2. რძის პროდუქტები
3. გამომცხვარი პროდუქტები
4. წიწაკა
5. ნაყინი
6. შაქარი
7. ზეთი (ზეითუნის გარდა)