LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიღომში, მირიან მეფის ქუჩაზე ველობილიკის მოწყობა მიმდინარეობს

31

მირიან მეფის ქუჩაზე, გზის რეკონსტრუქციასთან ერთად, ველობილიკის მოწყობაც მიმდინარეობს.

როგორც “ფორტუნას” თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში განუცხადეს, ველოსიპედებისთვის, გზის სავალ ნაწილთან ცალკე გზა მოეწყობა. ველობილიკი მთელ გზას – 3 კილომეტრიან მონაკვეთს გაუყვება.

“სპეციალურად მოხდება გზის ნაწილის გამოყოფა და დაისახება შესაბამისად”, – განუცხადეს “ფორტუნას” მერიის კეთილმოწყობის სამსახურში.

ქუჩის რეკონსტრუქციის სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის მაისში იგეგმება.

დიდ დიღომში მირიან მეფის ქუჩის 3 კილომეტრიანი მონაკვეთის რეკონსტრუქცია თებერვალში დაიწყო.

47.800 კვ.მ ფართზე სრულად გამოიცვლება ასფალტის საფარი, მოეწყობა ახალი ტროტუარები და ბორდიურები. პროექტს კონტრაქტორი კომპანია „ჯეუ გრუპი“ ახორციელებს. სახელშეკრულებო ფასი 3 512 633 ლარს შეადგენს.

თბილისში, პირველი 8 კილომეტრიანი ველობილიკი აპრილში გამოჩნდება. ის დედაენის ბაღიდან ბაგრატიონის ხიდამდე და წრიულად, (მტვრის ორივე მხარეს) კვლავ დედაენის ბაღამდე მოეწყობა.

ამ ტერიტორიაზე, ველობილიკებისთვის დამონტაჟდება ორი სპეციალური ველოშუქნიშანი, მაღალ ბორდიულებზე კი გაკეთდება ასასვლელები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები