LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებულ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომლებს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ

ყაზტრანსგაზის თანამშრომლების დაკავება

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებულ ორ პირს, „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ყოფილ თანამშრომლებს, თორნიკე ტატიშვილსა და ვაზელ მამადიანს ბრალს სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ.

ტატიშვილი და მამადიანი დიდი დიღმის პოლიციის მეოთხე განყოფილებიდან დროებითი მოთავსების იზოლატორში გუშინ გადაიყვანეს.

აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე, ავთანდილის ქუჩაზე სწორედ აღნიშნული პირები მივიდნენ გამოძახების შემდეგ.

როგორც თორნიკე ტატიშვილის ოჯახის წევრი აცხადებს, გამოძახებაზე მისულმა „ყაზტრასგაზ-თბილისის“ თანამშრომლებმა ყველა წესის დაცვით, სპეციალური აპარატის დახმარებით შეამოწმეს ტერიტორია. ტატიშვილის განმარტებით, აპარატმა კორპუსში გაზის გაჟონვა არ დააფიქსირა.

28 წლის თორნიკე ტატიშვილისა და 62 წლის ვაზელ მამადიანის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g