LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდ დიღომში შესაძლოა მიწისზედა მეტროს ხაზი გაიყვანონ – მაია ბითაძე

845
1510853165-moskva-metro-ligazakon

იმ შემთხვევაში თუ ავტობუსები საკმარისი არ იქნება, გლდანი-დიდ დიღომში, თბილისის ცენტრალურ ნაწილთან დასაკავშირებლად, შესაძლოა მიწისზედა მეტროს ხაზი ან ტრამვაი გაკეთდეს. ქალაქის ურბანული მობილობის გეგმის ამ ნაწილზე მერის მოადგილემ მაია ბითაძემ ისაუბრა.

საუბარია 15-წლიან გეგმაზე, რომელიც ქალაქის განვითარებისთვის მუშავდება. 

დიღმიდან გაგარინამდე "სწრაფი ავტობუსი" იმოძრავებს - ბას ლეინი და გაჩერებები გზის შუაში

გზის შუა ნაწილში მოეწყობა გაჩერებებიც, საიდანაც გადასვლა შუქნიშნების მეშვეობით იქნება შესაძლებელი.

ბითაძის თქმით, ქალაქის ყველაზე სუსტი წერტილი დიღომია. აქ 24-მეტრიანი ავტობუსების დანიშვნა უკვე გადაწყვეტილია, თუმცა შესაძლოა ეს საკმარისი არ აღმოჩნდეს.

დიდი დიღმის ცენტრალურ თბილისთან დასაკავშირებლად შესაძლოა ტრამვაი ან მიწისზედა მეტროს ხაზი გაკეთდეს. ამის შესახებ მაია ბითაძემ განაცხადა, მერის მოადგილემ ქალაქის ურბანული მობილობის გეგმის დეტალებზე ისაუბრა:

„რა ტიპის ინფრასტრუქტურა უნდა მოეწყოს მაგალითად, ტრამვაისთვის, ახალი მეტრო საით უნდა დაიგეგმოს ამ კუთხით. გენერალური გეგმა ტრანსპორტის კუთხით შემუშავდება დანიური კომპანიის მიერ, რაც საბოლოო ჯამში, თავისთავად ცვლილებებს შეიტანს მოქმედ გენერალურ გეგმაში. ეს არის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული დოკუმენტი რომელიც ქალაქს არასდროს ჰქონია. სამარშრუტო სქემები “სისტრას” მიერ იგეგმება. ყველაზე სუსტი წერტილი არის დიდი დიღომი, სადაც იგეგმება 24-მეტრიანი ავტობუსების დანიშვნა, რომელიც დიდ დიღომს ქალაქის ცენტრთან დააკავშირებს. გენერალური გეგმა ამ მარშრუტს კვლავ შეისწავლის და თუ გამოვლინდა, რომ 24-მეტრიანი ავტობუსები არ იქნება საკმარისი, წარმოვიდგინოთ, გლდანი-დიდი დიღომიდან ცენტრალურ თბილისთან დასაკავშირებლად, ამ შემთხვევაში პერსპექტივაში იქნება იმაზე ფიქრი, იქნება თუ არა დასამატებელი ტრამვაი ან მიწისზედა მეტროს ახალი ხაზი სწორედ ამ მიმართულებით,“ – განაცხადა მაია ბითაძემ. 

დედაქალაქის სხდომაზე დღეს კახა კალაძემ განაცხადა, რომ მერია თბილისის მთავარ სატრანსპორტო დოკუმენტზე მუშაობას იწყებს.

აღსანიშნავია, რომ მიწისზედა მეტროს პროექტის შემუშავება წლის ბოლომდე სამგორიდან ლილოსა და რუსთავის მიმართულებით უნდა დაიწყოს. საკონკურსო პროექტის ბიუჯეტი 12 762 530 ლარია.

სამგორი-ლილო მიწისზედა მეტროს პროექტის განხორციელება წლის ბოლომდე დაიწყება

 

magti 5g