LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამგორი-ლილო მიწისზედა მეტროს პროექტის განხორციელება წლის ბოლომდე დაიწყება

506
metro

სამგორიდან ლილოს მიმართულებით ახალი მიწისზედა მეტროს სრული პროექტი, დაახლოებით წლის ბოლოსთვის იქნება წარმოდგენილი, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მიწისზედა მეტროს პროექტი ძალიან მაგარი იქნება. გარდა ამისა, გვექნება სრული მონაცემები, თბილისიდან რუსთავის მიმართულებით რამდენად სწორი იქნება ამ პროექტის განხორციელება.

შემდეგ, უკვე 2020 წლიდან ვიფიქრებთ, თბილისი-რუსთავის პროექტის განხორციელებაზე, თუ პროექტი დადებითი იქნება,“ – განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა თბილისის მეტროში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებითაც ისაუბრა. კალაძის განცხადებით, სამუშაოების დასრულებას დაახლოებით ერთი წელი დასჭირდება.

შეგახსენებთ, რომ პირველი ივლისიდან მეტროში რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო.  ამ პერიოდის განმავლობაში მეტრო მუშაობას ერთი საათით ადრე, 11 საათზე დაასრულებს. პროექტი 2020 წლის პირველ ივლისს დასრულდება.

 

გაიგეთ უფრო მეტი : 

დღეიდან თბილისის მეტროს სამუშაო საათი მცირდება

მეტროში სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები