დიდ დიღომსა და სოფელ დიღომში სტიქიით გამოწვეული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს, 7 სახლის სახურავის განახლებას გამგეობა უზრუნველყოფს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, წუხანდელი ძლიერი წვიმის შედეგად, საბურთალოს რაიონში, დიდი დიღმისა და სოფელ დიღმის კერძო დასახლებების ქუჩები, ასევე, რამდენიმე კერძო სახლი და მირიან მეფის ქუჩა დაიტბორა.
„სტიქიით გამოწვეული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისმა სამსახურებმა, საბურთალოს რაიონის გამგეობამ და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მყისიერად დაიწყეს. დატბორილი სახლებიდან და ეზოებიდან წუხელვე ამოიტუმბა წყალი. ამჟამად, „თბილსერვის ჯგუფის“ ბრიგადები დატბორილ ქუჩებს წმენდენ“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
დიდ დიღომში დატბორილ ქუჩებს ასუფთავებენ – დაზარალებულებს საბურთალოს რაიონის გამგეობა დაეხმარება
”ბერი ანდრიას ფონდის” სახლი დაიტბორა – ადგილზე სამაშველო სამსახური მუშაობს