დიჯეი ქალიდმა ახალი დისკის გამოსვლის თარიღი გაამხილა. გაირკვა, რომ 43 წლის ვარსკვლავის მე-11 სტუდიური ალბომი, Father of Asahd, დღის სინათლეს 17 მაისს იხილავს.
ცნობილია, რომ ფირფიტაში ისეთ შემსრულებლებთან დუეტები შედის, როგორებიც: ბედ ბანი, კრის ბრაუნი და Post Malone არიან.
დიჯეი ქალიდი ბედ ბანისთან დუეტს წერს (ფოტო)
დიჯეი ქალიდმა Post Malone-თან დუეტი ჩაწერა (ფოტო)
ამასთან, ახლახან, ,,ინსტაგრამზე” გამოქვეყნებული პოსტით ამერიკელმა არტისტმა 21 Savage-თან კოლაბორაციის შესახებაც განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ დიჯეი ქალიდის მომავალი კრებულიდან უკვე ცნობილია სინგლები: Top Off და No Brainer.