LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დილა მშვიდობისა საქართველო! შესანიშნავია, რომ დღეს თბილისში ჩემი პირველი ვიზიტია: ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი

66
ვენდი მორტონი - ფორტუნა

თბილისში, ოფიციალური ვიზიტით დიდი ბრიტანეთის ევროპული სამეზობლოსა და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ვენდი მორტონი იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, პირველი შეხვედრა მორტონს პარლამენტის თავმჯდომარესთან, არჩილ თალაკვაძესთან ექნება.

აუდიენცია საქართველოს პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და სხვა პოლიტიკურ ლიდერებთან შედგება. მორტონი, ასევე, ეწვევა საოკუპაციო ხაზსდა განათლების და მეცნიერების სამინისტროსა და ბრიტანეთის საბჭოს შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის გაფორმებას დაესწრება.

საქართველოში ვიზიტის შესახებ ბრიტანელმა მინისტრმა სულ რამდენიმე წუთის წინ “ტვიტერზე” განცხადება გაავრცელა და საქართველოს ქართულად მიესალმა.

“დილა მშვიდობისა საქართველო! შესანიშნავია, რომ დღეს თბილისში ჩემი პირველი ვიზიტია. ჩვენი ქვეყნები ახლო მოკავშირეები არიან და მოხარული ვარ, რომ ჩვენი ურთიერთობა უფრო და უფრო ძლიერდება,”- წერს სოციალურ ქსელში მორტონი.

magti 5g