LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დილის 5 საათზე უმრავლესობას რომ სძინავს, ქუჩებს სიცივეში ასუფთავებს, რომ სუფთა გარემო დაგხვდეს: გოგა ჩანადირი

127
ჩანადირი

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში მეეზოვე ზაირა მრგოიანის ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ მაშინ, როდესაც ადამიანების უმეტესობას დილის 5 საათზე ძინავს,ქალბატონი ზაირა, მის კოლეგებთან ერთად ქუჩებს სიცივეში ასუფთავებს.

გოგა ჩანადირი ზაირა მრგოიანის თხოვნის შესახებაც წერს, რომელსაც სურს, რომ საზოგადოება უფრო მეტი პატივისცემით მოეპყროს საკუთარ გარემოს და ნაგავი ნაგვის ურნაში მოათავსონ.

„დილის 5 საათზე უმრავლესობას რომ სძინავს, ზაირა მრგოიანი ასობით კოლეგასთან ერთად თბილისის ქუჩებს სიცივეში ასუფთავებს, რომ სუფთა გარემო დაგხვდეს.

ქალბატონი ზაირა ამბობს, რომ ჩვენ ძირითადად ნამწვებს, პირბადეებს, პოლიეთილენსა და შესაფუთ ქაღალდებს ვყრით ძირს და გვთხოვს, უფრო მეტი პატივისცემით მოვეპყროთ საკუთარ გარემოს.

მე სიამოვნებით შევასრულებ ქალბატონი ზაირას თხოვნას.

დიდი მადლობა მას და მის კოლეგებს.

#ჩავყაროთნაგავი“, – წერს გოგა ჩანადირი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g