LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დილით თავი შეუძლოდ იგრძნო…” – როგორია თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა

386
BeFunky-collage (6)

თბილისის ინფექციური კლინიკის ხელმძღვანელს თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ინფორმაცია “ფორტუნას” ინფექციური საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დაუდასტურა.

როგორც გიორგი ბერიძემ აღნიშნა, ცერცვაძემ დილით თავი შეუძლოდ იგრძნო და სწრაფი ტესტი გაიკეთა.

“დილას აპირებდა ჟურნალისტებთან შეხვედრას, თავი შეუძლოდ იგრძნო, გაიკეთა სწრაფი ტესტი და დაუდასტურდა,” – აღნიშნა გიორგი ბერიძემ.

რაც შეეხება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ცერცვაძემ შესაბამისი მკურნალობა უკვე დაიწყო.

“მიუხედავად იმისა, რომ საშუალოზე ოდნავ მძიმე ფორმა აქვს, თავს მხნედ გრძნობს, იღებს შესაბამის მკურნალობას, რასაც პაციენტებს უნიშნავენ ინფექციურ საავადმყოფოში, იმედია ადვილად გადაიტანს,” – განაცხადა გიორგი ბერიძემ “ფორტუნასთან” საუბარში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები