LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიმა ობოლაძეს “შუა დღეში” ჩამნაცვლებელი მალე უპოვეს (ვიდეო)

534

წინა კვირას დიმა ობოლაძემ, რომელმაც კარიერა “რუსთავი 2”-ში 21 წლის წინ დაიწყო და დღემდე ამ არხის ერთგული რჩებოდა, უკეთესი პირობებით “იმედის” შეთავაზება მიიღო და კონკურენტ არხზე გადაინაცვლა. მისი ამ გადაწყვეტილების შესახებ მედიისთვის და თავად “რუსთავი 2”-ისთვის მაშინ გახდა ცნობილი, როცა მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაში გადავიდა. ეს ინფორმაცია მისი გავრცელებისთანავე დაადასტურა თავად დიმამ და აღნიშნა, რომ “იმედზე” მას მთლიანი სპორტული სეგმენტი ჩაბარდა.

ვინაიდან დიმას “კურიერის” სპორტული ბლოკის გარდა, “შუა დღეც” მიჰყავდა, ამ გადაცემაში მისი ჩანაცვლებაც გახდა საჭირო. დღეს ბიოლოგი ლევან ბუთხუზი გამოჩნდა დიმას ადგილას “შუა დღეში”. შეგახსენებთ, რომ მას ადრე ამავე გადაცემის ერთი რუბრიკა მიჰყავდა, ახლა კი თავად გადაცემას გაუძღვება.

დიმა ობოლაძე სპორტული მიმართულებით ლაშა დვალიშვილმა ჩაანაცვლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g