LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიმა ტატიშვილი: „ნორმალური მთავრობა გვყავდა ზვიად გამსახურდიას დროს, მიხეილ სააკაშვილის დროს…“

293
დიმა ტატიშვილი

მსახიობი დიმა ტატიშვილი ჟურნალ „გზასთან“ საუბრისას ხსნის, რა მიაჩნია ნორმალურ მთავრობად და რომელი პრეზიდენტების დროს გვყავდა ის. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან.

დიმა ტატიშვილი: 

„ნორმალური მთავრობა“ დაკომპლექტებულია ადამიანებით, რომლებსაც თავიანთი ქვეყანა უყვართ და ისინი შეძლებენ გაუძღვნენ ქვეყანას სწორი მიმართულებით. როცა საქმე გვაქვს ადამიანებთან, რომელთაც საკუთარი ჯიპის იქით არაფერი აინტერესებთ და მათ ვაბოგინებთ, ვინც ახლა ბოგინობს საქართველოში, მაშინ ნორმალური ქვეყანა არ გვექნება. „ნორმალური მთავრობა“ გვყავდა ზვიად გამსახურდიას დროს, მიხეილ სააკაშვილის დროს.

ბევრი შეგედავებათ ამ ორი ადამიანის ერთ კონტექსტში მოხსენიებისას… 

შემედავოს!.. დავიწყოთ იმით, რომ ზვიად გამსახურდიას არაფერი დასცალდა. დღეს „დემოკრატიული ძალებიდან“ ვერც ერთი დასაბუთებულ არგუმენტს ვერ გეტყვით, თუ რატომ იყო ზვიად გამსახურდია ხელისუფლებიდან ჩამოსაშორებელი… 

ჩემი აზრით, საქართველოს იდეალური მთავრობა არასდროს ჰყოლია და საერთოდ, ეჭვი მეპარება, რომელიმე ქვეყანას ოდესმე ასეთი ხელისუფლება ჰყავდეს. იდეალური არც მიშას მთავრობა იყო, მაგრამ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდებოდა და თან – ძალიან სწრაფი ტემპებით…“

სრული ინტერვიუ წაიკითხეთ ჟურნალ „გზაში“. 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები