LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიმიტრი პესკოვის შვილი კომისარიატში მისვლას და ომში მონაწილეობას არ აპირებს – “ახლა, თუ ვლადიმირ ვლადიმროვიჩი მეტყვის, რომ იქ უნდა წავიდე, წავალ”

64
ყრყტრ

კრემლის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის შვილი სამხედრო კომისარიატში „დაიბარეს”.

„პოპულარული პოლიტიკის“ არხის წამყვანმა დიმიტრი ნიზოვცევმა ნიკოლაი პესკოვს პირდაპირ ეთერში დაურეკა და სამხედრო კომისრის სახელით მიიწვია დათვალიერებაზე, რაზეც მან უარი განაცხადა.

„დილის 10:00 საათზე, რა თქმა უნდა, ხვალ არ ჩამოვალ. თუ იცით, რომ ბატონი პესკოვი ვარ, უნდა გაიგოთ, სწორი რომ არ არის ჩემი იქ ყოფნა. ამას სხვა დროს გადავწყვეტ, სხვა დონეზე. ზოგადად უნდა გავიგო, რა ხდება და რა უფლებები მაქვს…

ხვალ რომ წამიყვანონ – დამიჯერე, არც შენ გჭირდება და არც მე. სამშობლოს დასაცავად პრობლემა არ მაქვს – მაგრამ იქ ჩემი გამოჩენის მიზანშეწონილობა უნდა გავიგო, გარკვეულ პოლიტიკურ ნიუანსებზე გეუბნებით“,- განაცხადა ნიკოლაი პესკოვმა.

საუბრის ბოლოს მან ასევე აღნიშნა, რომ მოხალისედ იმ შემთხვევაში დარეგისტრირდება თუ ამას პუტინი ეტყვის.

“ახლა, თუ ვლადიმირ ვლადიმროვიჩი (პუტინი .) მეტყვის, რომ იქ უნდა წავიდე, წავალ”,- განაცხადა მან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g