,,დიო” საქველმოქმედო აქტივობას განაგრძობს – ამჯერად ოცნებები 10 წლის ბიჭს აუხდა.
როგორც ,,დიოს” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, ნიჭიერი, ჭკვიანი და ხალისიანი რამინ გობაძე სოფელ კიკობოს ვაგონში მოწყობილი სკოლის ერთადერთი მოსწავლეა და მისი მასწავლებელი ნანა მაცაბერიძე ახალციხიდან დადის, რათა მას გაკვეთილები ჩაუტაროს.
,,პატარა ბიჭუნას ოცნება მეგობრების ყოლა, დახუჭობანა/დაჭერობანას თამაში, მულტფილმების ყურება, ფეხბურთის თამაში და ერთად მეცადინეობაა. კომპანია ,,დიო”-მ რამინთან მეგობრობა და მისი ამჟამინდელი ოცნებების ასრულება გადაწყვიტა. ამიტომ, კომპანია ,,დიო’’ მასთან ჩავიდა და ის სოფელ კიკობოდან რაბათში ჩამოიყვანა.
რაბათის ციხემ რამინი ემოციებით აავსო. ბევრი თამაშის, მხიარულებისა და სადილის შემდეგ კი დღის კულმინაცია – საჩუქრების გადაცემა იყო, რასაც საერთოდ არ ელოდა. რამინს ,,დიო”-მ ოცნება აუსრულა – ზაფხულის ბანაკის საგზური გადასცა, სადაც უამრავ მეგობარს შეიძენს. ბიჭს გადაეცა სასაჩუქრე ნაკრები, წიგნები და მთავარი საჩუქარი ლეპტოპიც.
უსაჩუქროდ არც რამინის მასწავლებელი დარჩენილა და ის ,,დიო”-მ ფინანსური მოტივაციის გარდა, სასაჩუქრე ნაკრებით დააჯილდოვა”, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
https://bit.ly/2rjNAXI როგორც სიუჟეტიდან ჩანს, რამინს უყვარს თავისი სოფელი, სურს იქ იცხოვროს და არ უნდა საცხოვრებლად ქალაქში წასვლა. ახლა ის შეძლებ საკუთარ სოფელში დარჩეს და თან არ ჩამორჩეს საქართველოსა და მთელ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს.
