„დისნეიმ“ ფილმის „პიტერ პენი და ვენდი“ პირველი „თრეილერი“ გაავრცელა. ახალ ფილმში პიტერის მეგობრის, თინქერ ბელის როლს იარა შაჰიდი შეასრულებს, რომელიც საზოგადოებამ სერიალით Blackish გაიცნო. თავად პიტერ პენის როლს ალექსანდერ მოლონი მოირგებს, ვენდის კი მილა იოვოვიჩის შვილი, ევერ ანდერსონი განასახიერებს.
ფილმის პრემიერა 2023 წლის 28 აპრილსაა დაგეგმილი.