დისნეის ჯადოსნური სამყარო პირველი დამთვალიერებლების მიღებას სულ მალე დაიწყებს. “Walt Disney World“-მა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და ავატარის თემატიკის პარკი ნამდვილ ზღაპრად აქცია.
როგორც ექსპერტები აფასებენ, ეს იქნება მოგზაურობა პანდორას ყუთში, რომელიც ულამაზესი ჩანჩქერებით, მოძრავი მთებითა და ამოუცნობი არსებებითაა სავსე. ამ საოცრების ნახვას კი მსურველები 27 მაისიდან შეძლებენ.
რაც შეეხება ავატარს, შეგახსენებთ, რომ პოპულარული ფილმის მეორე ნაწილი 2018 წლის დეკემბერში გამოვა. მესამე, მეოთხე და მეხუთე ნაწილების პრემიერა კი 2020, 2022 და 2023 წლებში გაიმართება.