LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიტო რაზმაძე: „ამ ფოტოზე მამაჩემი და ბიძაჩემია.. დედაჩემის ჩამოსაყვანად ავიდა მეორედ, ვერცერთი ვეღარ გადარჩა“

36858
BeFunky-collage (3)

დიტო რაზმაძე, რომელმაც მშობლები აგვისტოს ომის დროს დაკარგა, 14 წლის წინ მომხდარს იხსენებს.

„ასე თუ ისე, ყველაფერი კარგად მახსოვს, კასეტური ბომბი შემოვარდა, მთლიანი სახლი დაინგრა. წნევისგან რკინის კარი ჩაიკეტა.

თავად მეზობლებსაც იმხელა სიყვარული ჰქონდათ ჩვენი ოჯახის მიმართ, რომ თავიანთი ოჯახები მიატოვეს დროებით და კარებს გარედან ეჯაჯგურებოდნენ, რათა როგორმე გაეღოთ.

ვერ გააღეს კარები. მამაჩემმა გაზის მილიდან ჩამომიყვანა. ამ ფოტოზე მამაჩემი და ბიძაჩემია. დედაჩემის ჩამოსაყვანად ავიდა მეორედ, ვერცერთი ვეღარ გადარჩა.

თხოვნა მექნება ყველასთან. როგორი კარგი ცხოვრებაც არ უნდა ჰქონდეს ადამიანს, როგორი ბედნიერიც არ უნდა იყოს, შვილი უნდა იზრდებოდეს მშობლების გვერდით“, – თქვა დიტო რაზმაძემ გადაცემაში „ღამის პრაიმ-თაიმი“.

ანწუხელიძის მეუღლე: აგვისტო როგორც კი იწყება, სული მიკანკალებს, ჩემთვის ორმაგად მძიმეა – აგვისტოში გიორგის დაბადების დღეცაა

“დაუჩოქებელი საქართველოს სიმბოლო! გიორგი ანწუხელიძე! ის ამას შეძლებს წყნარად, ჩუმად, გაუსაძლის ტანჯვასა და წამებაში დამტვრეული სხეულის ფასად” – როგორ იხსენებენ აგვისტოს გმირებს

წერილი, რომელიც ბავშვმა აგვისტოს ომის გმირის, გიორგი ანწუხელიძის საფლავზე დატოვა: „მეამაყება, რომ შენ ქუჩაზე ვცხოვრობ“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები