LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჟორჟოლიანი: „სირცხვილია“ იქ არის, სრული შემადგენლობით და თქვენ სად ხართ? სახლებში, კომპიუტერებიდან იპოსტებით

390
ing (3)

3 ივლისის აქციასა და მოძრაობა “სირცხვილიას” მისამართით გამოთქმულ საყვედურებს ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ეხმიანება.

რაქვიაშვილი: სანამ პოლიტიკოსები ნჯოშნიკებს არ გაყრიან, ან სანამ ეს ნჯოშნიკები პოლიტიკოსებად არ გამოაცხადებენ თავს, არაფერი გამოვა

ჟორჟოლიანი საზოგადოებას მიმართავს და მოუწოდებს, ერთმანეთის “დაჭმა და ერთმანეთზე ხელების შეხოცვა” დაასრულონ:

“თუ რამე არის ახლა სუსის და ბიძინას საქმე და სირცხვილიას დამუნათება და ნიჰილიზმის დათესვაა!

რამდენი დარჩით გუშინ კანცელარიასთან? სირცხვილია იქ არის, სრული შემადგენლობით და თქვენ სად ხართ? სახლებში, კომპიუტერებიდან იპოსტებით.

მოგება ყველასია და წაგება მხოლოდ “სირცხვილიასი”?! ახლა იწყება პროცესები მეგობრებო, რომელიც არ იქნება ერთდღიანი. ხან დაღმასვლა იქნება, ხან ზემოთ წავალთ და გავიმარჯვებთ თუ ერთად ვიქნებით.

მოვრჩეთ ერთმანეთის დაჭმას, ხელების შეხოცვას, ჩასაფრებას!

წინ დიდი გზაა და აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ! წამოვდგეთ ახლა, დავიფერთხოთ, მოვწესრიგდეთ და გავაგრძელეთ სვლა”, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.

ხალხი გაცილებით წინაა, ვიდრე მთელი სამოქალაქო, NGO თუ პოლიტიკური სპექტრი – ხათუნა ლაგაზიძე

არჩილ გამზარდია: „სანამ ოპოზიციური სუბიექტების ნაწილს პოლიტიკურ პენსიაზე არ გავუშვებთ, სანამ დარჩენილ ნაწილში პარტიულ დემოკრატიას არ შევიტანთ, ნულოვანი შანსია ცვლილების“

 

magti 5g