LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჟურნალისტ მაკა რაზმაძის მიერ ზვიად რატიანის შესახებ გამოქვეყნებული პოსტის საფუძველზე გამოძიება დაიწყო

333
BeFunky-collage (5)

ტელეკომპანია „ჯორჯიან თაიმსის“ ტელეწამყვანის, მაკა რაზმაძის მიერ „ფეისბუკის” პირად გვერდზე გამოქვეყნებული პოსტის საფუძველზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო.

“სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჟურნალისტ მაკა რაზმაძის მიერ სოციალურ ქსელში გაზიარებული ინფორმაციის საფუძველზე, ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154- ე მუხლის პირველი ნაწილით გამოძიება 2022 წლის 23 მაისს დაიწყო.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური შემჭიდროვებულ ვადებში ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას.

ჟურნალისტების უფლებების და მათი პროფესიული საქმიანობის დაცვა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია”, – ნათქვამია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

ცნობისთვის, მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ პოეტ ზვიად რატიანისგან მიიღო სიძულვილის, შანტაჟის და მუქარის შემცველი გზავნილები.

ჟურნალისტი უკვე იმყოფებოდა გამოკითხვაზე.

იხილეთ ვრცლად:

„არ მინდა გამოვფინო ის მუქარები, უშვერი გინებები, რაც მან იკადრა“ – მაკა რაზმაძე პოლიციაში გამოკითხეს, მას შემდეგ, რაც პოეტ ზვიად რატიანზე პოსტი გამოაქვეყნა

magti 5g