LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჟურნალისტები პრემიერ-მინისტრს მიმართავენ

424
fgffggfggg

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია,“ რომელიც 363 ჟურნალისტს აერთიანებს, 28 მედიასაშუალებასთან ერთად, მთავრობას მოუწოდებს, გადახედოს მედიასთან კომუნიკაციის სტრატეგიას.

მამუკა ბახტაძისა და სამთავრობო უწყებების პრესსამსახურის ხელმძღვანელებისადმი მიმართვაში ნათქვამია, რომ ორგანიზაციის წევრი და არაწევრი ჟურნალისტები საუბრობენ რამდენიმე სამთავრობო, განსაკუთრებით ძალოვანი უწყების მიერ ჩამოყალიბებულ ცუდ პრაქტიკაზე, როდესაც ბრიფინგის ჩანიშვნისას ისე არიან გასაშუქებლად მიწვეულნი, რომ მათთვის უცნობი რჩება ღონისძიების თემა.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, უმნიშვნელოვანესია რედაქციებმა იცოდნენ, რა საკითხზე იმართება ბრიფინგი თუ პრესკონფერენცია, რათა საკუთარი ადამიანური თუ ტექნიკური რესურსის გათვალისწინებით, სარედაქციო პოლიტიკისა და ინტერესების შესაბამისად გადაწყვიტონ, სურთ თუ არა დასწრება და გაშუქება.

“საერთო ჯამში კი ის ჟურნალისტები, რომლებიც მიდიან ბრიფინგის გასაშუქებლად, არიან მოუმზადებლები და ვერ ახერხებენ ადეკვატური კითხვების დასმას და ინფორმაციას მხოლოდ ავტომატურ რეჟიმში გადასცემენ”, — ნათქვამია განცხადებაში.

ქარტია განმარტავს, რომ მედია არ არის რომელიმე სამთავრობო უწყების პრესსამსახურის დანამატი და მისი ფუნქცია ბრიფინგისთვის ეთერის დათმობას არ გულისხმობს. მედიის მთავარი როლია საჯარო ინტერესის შემცველი ამბების გაშუქება და საზოგადოებისთვის საინტერესო კითხვების დასმა. მათივე თქმით, მედიამ უნდა გადაწყვიტოს არსებობს თუ არა აუდიტორიის ინტერესი ამა თუ იმ თემის მიმართ, ამის მიხედვით შეარჩიოს გაშუქების ფორმატიც და მოემზადოს შესაბამისი კითხვების დასასმელად.

“ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ გადახედოთ მედიასთან კომუნიკაციის სტრატეგიას, ბრიფინგების, პრესკონფერენციის გამართვამდე გარდა გამოცემებთან პირადი კომუნიკაციისა, გამოაქვეყნოთ ანონსი ვებგვერდის მეშვეობით, რათა მედიას არადისკრიმინაციულად მიაწოდოთ ინფორმაცია მიუხედავად იმისა, მათი სარედაქციო პოლიტიკა მისაღებია თუ არა რომელიმე სახელმწიფო უწყებისათვის. ამასთან მოგიწოდებთ გაითვალისწინოთ ჟურნალისტების ინტერესები, მისცეთ მათ კითხვების დასმის და დამატებითი ინფორმაციის მიღების საშუალება, რათა შეძლონ საზოგადოებისთვის საინტერესო ინფორმაციის კვალიფიციურად მიწოდება”, — ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრი ჟურნალისტების გარდა მიმართვას უერთდებიან შემდეგი მედიასაშუალებები:

  • ტელეკომპანია პირველი
  • რუსთავი 2
  • საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო
  • კავკასია
  • პალიტრანიუსი
  • სტუდია მონიტორი
  • რადიო ჰერეთი
  • რადიო თბილისი
  • რადიო ფორტუნა
  • რადიო პალიტრა
  • რადიო მარნეული
  • ინტერპრესნიუსი
  • On.ge
  • ტაბულა
  • პრაიმტაიმი
  • საინფორმაციო ცენტრების ქსელი
  • livepress.ge
  • skeqtri.ge
  • knews.ge
  • media.ge
  • sova.news
  • ქრონიკა +
  • ipress.ge
  • Globalpress.ge
  • FirstNews.ge
  • newpress.ge
  • მედიაჯგუფი “აჭარა p.s.”
  • Kavkazexpressmediacompany.com
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g