„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს ქარტიის საბჭოს ყოფილ თავმჯდომარეზე, ჟურნალისტ ზვიად ქორიძეზე თავდასხმას და შინაგან საქმეთა სამინისტროს ინციდენტის დაუყოვნებლივ გამოძიებისა და დამნაშავეთა მთელი სიმკაცრით დასჯისკენ მოუწოდებს“ – ამის შესახებ ნათქვამია ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბათუმში, სასტუმრო „შერატონში „ქორიძეზე თავდასხმა „არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მავნებლური პოლიტიკის პირდაპირი შედეგი“. ორგანიზაცია აცხადებს, რომ „არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნება“ ქვეყანაში კრიტიკული ხმების ჩასახშობად და მედიის გასანადგურებლად რეპრესიების მომდევნო ეტაპზე გადავიდა“.
ქარტია მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, შეწყვიტოს ჟურნალისტებისა და მედიის წარმომადგენლების დევნა და შევიწროება, ხოლო შსს-ს სთხოვს, „დაუყოვნებლივ გამოიძიოს „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული, ყოფილი და მოქმედი თანამდებობის პირების დანაშაულებრივი ქმედებები და კანონის მთელი სიმკაცრით დასაჯოს ისინი“:
„უზრდელი პოლიციელისთვის სილის გაწვნაზე ციხეში სვამენ ჟურნალისტებს… ღია, დაუსჯელი თარეში აქვთ დაწყებული… გახარიაც და ზვიად ქორიძეც კარგად იქნებიან და თქვენ, რუსებზე სულგაყიდულ ქოცებს არაფერი გეშველებათ“ – ელისაშვილი გახარიასა და ქორიძეზე მომხდარ თავდასხმაზე
ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„15 იანვარს, ღამით, დაახლოებით 01:15 საათზე, ბათუმში, სასტუმრო „შერატონის“ ლობიში, მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი „ქართული ოცნებიდან“ დიმიტრი სამხარაძე, წინა მოწვევის აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია “ქართული ოცნების” ყოფილი თავმჯდომარე, ამჟამად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი მანველიძე და მასთან მყოფი სხვა პირები თავს დაესხნენ ქარტიის საბჭოს ყოფილ თავმჯდომარეს, ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს. მათ ზვიად ქორიძეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და დაემუქრნენ.პარლამენტში ყოფნისას დიმიტრი სამხარაძემ საზოგადოებას თავი ძალადობრივი ქმედებებითა და ბილწსიტყვაობით დაამახსოვრა.
ზვიად ქორიძე ბათუმში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე დასასწრებად იმყოფებოდა. დიმიტრი სამხარაძემ ზვიად ქორიძეს უთხრა, რომ იცნო ის და უკმაყოფილება გამოხატა ზვიად ქორიძის ბათუმში ყოფნის მიზეზის მიმართ. ყოფილი დეპუტატი იგინებოდა და იქცეოდა აგრესიულად. ამის შემდეგ დიმიტრი სამხარაძესთან მყოფი ადამიანები ზვიად ქორიძეს ჯგუფურად დაესხნენ თავს. ერთ-ერთმა მათგანმა ჟურნალისტს საფეთქელთან მოარტყა რაღაც ნივთი, რის შედეგადაც სათვალე დაიმსხვრა და მან სახის არეში დაზიანებები მიიღო. თავდამსხმელთა შორის იყო გიორგი მანველიძე, რომელიც ზვიად ქორიძეს ცოტა ხნით ადრე გაეცნო. მან ზვიად ქორიძის მიმართულებით ისროლა მიწით სავსე კერამიკის ქოთანი, რომელიც ჟურნალისტს ასცდა და დაიმსხვრა. მოძალადეები, რომლებიც განაგრძობდნენ მუქარას ზვიად ქორიძის მისამართით, სასტუმროს დაცვამ შეაკავა. ზვიად ქორიძემ დაზიანებების გამო კლინიკას მიმართა.
15 იანვარს ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ მომხდარი ინციდენტი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მავნებლური პოლიტიკის პირდაპირი შედეგია. ის წლების განმავლობაში აწარმოებდა კამპანიას დამოუკიდებელი და კრიტიკული ჟურნალისტების მიმართ სიძულვილის გასაღვივებლად და ახალისებდა სისასტიკესა და ძალადობას. 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნება“ ქვეყანაში კრიტიკული ხმების ჩასახშობად და მედიის გასანადგურებლად რეპრესიების მომდევნო ეტაპზე გადავიდა – მის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად მხოლოდ ნოემბრის ბოლოსა და დეკემბრის დასაწყისში პროფესიულ საქმიანობაში 100-მდე ჟურნალისტს შეეშალა ხელი. ბევრმა მათგანმა მიიღო ფიზიკური დაზიანება, მათ შორის მძიმე. დღემდე არ არის გამოვლენილი და დასჯილი არცერთი დამნაშავე. ბოლო კვირაში ამ ყოველივეს დაემატა გამოცემების „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაპატიმრება შეთითხნილი ბრალდებით და მის მიმართ მკაცრი სასჯელის – მრავალწლიანი საპატიმრო აღმკვეთი ღონისძიების – მოთხოვნა.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“ შეწყვიტოს ჟურნალისტებისა და მედიის წარმომადგენლების დევნა და შევიწროება, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს სთხოვს, დაუყოვნებლივ გამოიძიოს „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული, ყოფილი და მოქმედი თანამდებობის პირების დანაშაულებრივი ქმედებები და კანონის მთელი სიმკაცრით დასაჯოს ისინი“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, ჟურნალისტის და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ რეგიონული ოფისების მენეჯერის, ზვიად ქორიძის განცხადებით, 14 იანვარს, გვიან ღამით ბათუმში ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ „ქართული ოცნების” წარმომადგენლები დიმიტრი სამხარაძე, გიორგი მანველიძე და სხვა პირები.
ზვიდ ქორიძე თავდასხმის შესახებჟურნალისტ ზვიად ქორიძეს თავს დაესხნენ
Posted by პუბლიკა • Publika on სამშაბათი, 14 იანვარი, 2025
გუშინვე, „გახარია – საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ. თავდასხმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე წუხელ, სასტუმრო “შერატონში” მოხდა. გახარია კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა საავადმყოფო მოგვიანებით დატოვა. ექიმის განცხადებით, გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.
ფოტო: გელა მთივლიშვილი
გახარია: „დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს მხარდაჭერისთვის. ჯანმრთელობის მხრივ, ნორმალურად ვარ“
„დღეს, პირველ რიგში, უკანონო პატიმრებს სჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა.“