LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჟურნალმა „TIME“ 2025 წლის ადამიანად ხელოვნური ინტელექტის შემქმნელები დაასახელა

113
Time

ამერიკულმა ჟურნალმა „TIME“, რომელიც წლის ადამიანს 1927 წლიდან ასახელებს, 2025 წლის ადამიანად ხელოვნური ინტელექტის შემქმნელები დაასახელა.

ჟურნალის გარეკანზე განთავსდა ფოტო, რომელზეც გამოსახულნი არიან: მარკ ზაკერბერგი (Meta), ლიზა სუ (AMD), ილონ მასკი (xAI), ჯენსენ ჰუანგი (Nvidia), სემ ალტმანი (OpenAI), დემის ჰასაბისი (DeepMind Technologies), დარიო ამოდეი (Anthropic) და ფეი-ფეი ლი (World Labs).

ფოტოში ისინი რკინის ძელზე სხედან და ეს გამოსახულება მკითხველს ახსენებს 1932 წელს ნიუ-იორკში გადაღებულ ცნობილ ფოტოს „სადილი ცათამჯენზე“.

„2025 იყო ის წელი, როდესაც ხელოვნური ინტელექტის პოტენციალი სრულად გამოჩნდა და ცხადი გახდა, რომ უკან დასახევი გზა მოჭრილია. როგორიც უნდა ყოფილიყო შეკითხვა, ხელოვნური ინტელექტი იყო პასუხი. ნომინაცია „წლის ადამიანი“ არის საუკეთესო საშუალება მსოფლიოს ყურადღება მივაპყროთ იმ ადამიანებს, რომლებმაც ჩვენი ცხოვრება შეცვალეს. ამ თვალსაზრისით, წელს არავის ჰქონია იმაზე უფრო დიდი გავლენა, ვიდრე ხელოვნური ინტელექტის შემქმნელებს. მათი ძალისხმევით ჩვენ ვცხოვრობთ მოაზროვნე მანქანების ეპოქაში, ხელოვნურმა ინტელექტმა ააღელვა და გააოცა კაცობრიობა, გარდაქმნა ჩვენი აწმყო ადამიანის შესაძლებლობების გაფართოებით“, – აღნიშნულია „TIME“-ის ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g