LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჟვანიას მოედნიდან იოსებიძის მიმართულებით გადაადგილებაზე დაწესებული აკრძალვა არ გაუქმდება

34

ტრანსპორტის საქალაქო სამსახური ჟვანიას მოედნიდან იოსებიძის ქუჩის მიმართულებით გადაადგილებაზე დაწესებული აკრძალვის გაუქმებას არ აპირებს.

იოსებიძის ქუჩაზე მანქანების გადაადგილებისთვის ამკრძალავი ნიშანი მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე დაიდგა, რის შემდეგაც ამ ქუჩაზე ავტომობილებს მისვლა ხვიჩიას ქუჩიდან, საბურთალოს მხრიდან შეუძლიათ.

მძღოლების ნაწილი ჟვანიას მოედნიდან იოსებიძის ქუჩის მიმართულებით გადაადგილებაზე დაწესებული აკრძალვის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს. როგორც ისინი ამბობენ, იოსებიძის ქუჩაზე მისასვლელად ალტერნატიული, თუმცა შორი გზის გავლა უწევთ და ისიც, საცობების პირობებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები