დმანისში ადგილობრივ მოსახლეობას შორის დაწყებული დაპირისპირება კვლავ გრძელდება. დაპირისპირებული მხარეები ხელკეტებით არიან შეიარაღებულები და რამდენიმე წუთის განმავლობაში ერთმანეთს ფიზიკურად უსწორდებოდნენ.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები, რომლებიც სიტუაციის განმუხტვას ცდილობენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო დმანისში შეკრებილ მოქალქეებს კანონის დაცვისა და სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებენ.
დაპირისპირების შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის არიან პოლიციელები, დაზიანებულია მანქანები. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანებიც.
დმანისში დაძაბული ვითარებაა – დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს ხელკეტებით უსწორდებიან