LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დმიტრი პესკოვი: „მოსკოვსა და ბაქოს შორის ურთიერთობებში რთული პერიოდი დადგა“

117
დმიტრი პესკოვი, ილჰამ ალიევი

„მოსკოვსა და ბაქოს შორის ურთიერთობებში რთული პერიოდი დადგა“, – ამის შესახებ კრემლის  პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებს მყარი საფუძველი აქვს, თუმცა, მისი თქმით „ზოგჯერ ხდება ისე, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში რთული პერიოდებია“:

„ნამდვილად არსებობს მყარი საფუძველი, არსებობს ორი ქვეყნის ინტერესების თანხვედრა, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა.

თუმცა ზოგჯერ ხდება ისე, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში რთული პერიოდებია. ახლა ერთ-ერთი ასეთი პერიოდია.

იმედი გვაქვს, რომ ეს პერიოდი გაივლის“, – განაცხადა პესკოვმა და აღნიშნა, რომ „ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას ორმხრივი სარგებელი მოაქვს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g