LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დმიტრო კულებამ რადას თანამდებობის დატოვების განცხადებით მიმართა

108
დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ თანამდებობის დატოვების განცხადებით, უკრაინის პარლამენტს მიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი ავრცელებს.

„უმაღლეს რადაში შემოვიდა განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრისგან დმიტრო კულებასგან, თანამდებობის დატოვების შესახებ“. – განაცხადა რუსლან სტეფანჩუკმა.

მან დოკუმენტის ფოტოც გაასაჯაროვა და განმარტა, რომ განცხადებას უახლოეს პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.

❗️До Верховної Ради України надійшла заява від Міністра закордонних справ України Кулеби Д.І. про відставку. Заяву буде розглянуто на одному з найближчих пленарних засідань.

Posted by Ruslan Stefanchuk on Tuesday 3 September 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები