დომინიკ ვესტისა და ლილი ჯეიმსის ხანმოკლე რომანის გარშემო სკანდალები გრძელდება. ამჯერად წყვილი ერთად მონაწილეობს მინი-სერიალში „სიყვარულის ძიებაში“ , რომლის ორი ეპიზოდიც უკვე გავიდა ეთერში. ცნობილი გახდა, რომ დომინიკ ვესტის ცოლის, კეტრინ ფიტჯერალდის მოთხოვნით, ოჯახში სერიალის ყურება აკრძალულია, რადგან იქ ლილი ჯეიმსი მონაწილეობს. ფიტჯერალდის და ვესტის ურთიერთობა ამ დრომდე დაძაბულია, თუმცა, წყვილი ისევ ერთად ცხოვრობს.
დომინიკ ვესტი ცოლს გამოუტყდა, რომ ლილი ჯეიმსი უყვარს
გამოცემა The Sun წერს, რომ კეტრინ ფიტჯერალდი ლილი ჯეიმსსა და დომინიკ ვესტის რომანის შემდეგ ძალიან კარჩაკეტილი გახდა. მა სოციალურ ქსელში აქტიურობაც შეწყვიტა და შვილებს ლილი ჯეიმსის მონაწილეობით ყველა პროექტის ნახვა აუკრძალა.
ლილი ჯეიმსი გაშიშვლდა – ახალ სერიალში ის დომინიკ ვესტთან ერთად გამოჩნდება