აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ სუპერ-პუპერ რაკეტას ქმნის. ამის შესახებ მან თეთრ სახლში აშშ-ის კოსმოსური ძალების ახალი დროშის წარდგენისას ისაუბრა.
ინფორმაციას “ბლუმბერგი” ავრცელებს.
ტრამპი ამბობს, რომ რაკეტა ანალოგებთან შედარებით 17-ჯერ უფრო სწრაფია.
„ახლა წარმოუდგენელ სამხედრო ტექნიკას ვქმნით. მე მას სუპერ-პუპერ რაკეტას ვუწოდებ. ამის წინ გავიგე, რომ 17-ჯერ უფრო სწრაფია, ვიდრე დღეს არსებული რაკეტები“, – განაცხადა მან.
აშშ-ს პრეზიდენტი იმასაც აღნიშნავს, რომ ეს რაკეტა რუსეთის და ჩინეთის რაკეტებზე ბევრად უფრო სწრაფი იქნება:
„რუსეთს რაკეტები აქვს, რომელიც 5-ჯერ უფრო სწრაფია, ჩინეთი მუშაობს რაკეტებზე, რომელიც 5-ჯერ თუ 6-ჯერ უფრო სწრაფია. ჩვენი კი 17-ჯერ უფრო სწრაფია. ეს მსოფლიოში ყველაზე სწრაფი რაკეტაა“, – დასძინა მან.