„მე ამერიკული ძლიერება აღვადგინე, 10 თვეში 8 ომი დავასრულე“ – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკის მოქალაქეებისთვის გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა.
დონალდ ტრამპის თქმით, მან „11 თვის წინ მემკვიდრეობით არეულობა მიიღო, ახლა კი ამას ასწორებს“.
„ბოლო ოთხი წლის განმავლობაში აშშ-ს მართავდნენ პოლიტიკოსები, რომლებიც მხოლოდ თავისიანებისთვის, არალეგალი მიგრანტებისთვის, კრიმინალებისთვის, ლობისტებისთვის, პატიმრებისთვის, ტერორისტებისთვის და, პირველ რიგში, იმ უცხო ქვეყნებისთვის იბრძოდნენ, რომლებიც თავიანთ სასარგებლოდ ჩვენ გვიყენებდნენ.
ჩვენ რამდენიმე თვის განმავლობაში უარესიდან საუკეთესო დროში გადავედით…
ბოლო 7 თვის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში არცერთი უკანონო მიგრანტი არ შემოსულა, რაც ყველას აზრით აბსოლუტურად შეუძლებელი იყო. ჯო ბაიდენი ამბობდა, რომ კონგრესს კანონი სჭირდებოდა საზღვრის დასახურად. აღმოჩნდა, რომ კანონი კი არ გვჭირდებოდა, უბრალოდ ახალი პრეზიდენტი გვჭირდებოდა. პირველად 50 წელიწადში ვხედავთ უკუ-მიგრაციას, მიგრანტები სახლში ბრუნდებიან, რაც ამერიკელებს მეტ საცხოვრებელსა და სამუშაო ადგილებს უტოვებს“, – თქვა დონალდ ტრამპმა.
დონალდ ტრამპმა აშშ-ში შესვლა დამატებით 7 ქვეყნის მოქალაქეებს აუკრძალა
