გასული წლის ბოლოს, დონატელა ვერსაჩე „პრადას“ მიერ მოწყობილ საქველმოქმედო გალა-საღამოზე გამოჩნდა და ახალი ვიზუალით მსოფლიო შოკში ჩააგდო. მისი ცნობა მართლაც შეუძლებელი იყო.
როგორც ჩანს, 69 წლის ლეგენდარული დიზაინერის გარდასახვა გრძელდება. მან ცოტა ხნის წინ ფოტოების სერია გაავრცელა, რომელშიც კიდევ უფრო შეცვლილია. აღსანიშნავია, რომ მან უწინ არაერთი წარუმატებელი პლასტიკური ოპერაცია გადაიტანა.
შეგახსენებთ, გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ დონატელამ Versace-ს კრეატიული დირექტორის პოსტი დატოვა, რომელსაც ის თითქმის 30 წლის განმავლობაში იკავებდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის საქველმოქმედო საქმიანობით დაკავდება.
დონატელა ვერსაჩეს წარმოუდგენელი ტრანსფორმაცია გრძელდება – 69 წლის ვარსკვლავის უახლესი ფოტოები
„პლასტიკური ქირურგი იყო თუ ჯადოქარი?“ – 69 წლის დონატელა ვერსაჩეს წარმოუდგენელი გარდასახვა
