ესპანურმა ავტომობილების ბრენდმა Cupra-მ ახალი სარეკლამო კამპანია „რჩეული“ (The Chosen One) დაიწყო, რომლის მთავარი სახე ტომ ფელტონი გახდა – მსახიობი, რომელმაც მსოფლიო პოპულარობა „ჰარი პოტერში” დრაკო მალფოის როლით მოიპოვა.
სარეკლამო ვიდეოში ავტორებმა „ჰარი პოტერის“ ცნობილი სცენა გააცოცხლეს, სადაც ჯადოსნური ჯოხი თავად ირჩევს მფლობელს. რეკლამაში ეს იდეა ავტომობილებზეა გადატანილი – „ზოგჯერ მანქანას მძღოლი კი არ ირჩევს, არამედ მანქანა ირჩევს მძღოლს“.
ვიდეოში პერსონაჟი სხვადასხვა საჭეს ცდის, თუმცა საბოლოოდ მას მხოლოდ Cupra Formentor-ის საჭე „ირჩევს“.
Cupra Formentor კომპაქტური კროსოვერია, რომელიც Volkswagen-ის MQB Evo პლატფორმაზეა აგებული.
კამპანიის ფარგლებში კომპანია ასევე გეგმავს უფრო დიდი კროსოვერის – Cupra Terramar-ისა და ჰეტჩბეკ Cupra Leon-ის პოპულარიზაციასაც.