ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში კორონავირუსით უკვე 7 წევრია დაინფიცირებული. ერთ-ერთ მათგანთან, კონკრეტულად კი კევინ დურანტთან ურთიერთობა ჰიპ-ჰოპ არტისტ დრეიკს ჰქონდა, სწორედ ამიტომ მუსიკოსმა 14 დღიანი თვითიზოლაცია გამოაცხადა.
https://www.instagram.com/p/B9mWjANFhcq/
გუშინ „ბრუკლინმა” გამოაცხადა, რომ კევინ დურანტთან ერთად COVID 19-ის ვირუსით დურანტის გარდა „ნეთსის“ კიდევ 3 კალათბურთელია დაინფიცირებული. წინასწარი ინფორმაციით კევინ დურანტს არავითარი სიმპტომები არ აღენიშნება და ის თავს კარგად გრძნობს.