LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დრეიკმა ევროპული ტურნე დააანონსა

34

კანადელმა რეპერმა დრეიკმა თავისი ახალი საგასტროლე ტურნე „The Boy Meets World“ დააანონსა, რომელიც სტარტს 2017 წლის იანვრიდან აიღებს.

გასტროლები ევროპას მოიცავს და ის მარტში დასრულდება. ამ დროის მანძილზე რეპერი ევროპის უმსხვილეს ქალაქებს ესტუმრება და 26 კონცერტს გამართავს. სპეციალურად ტურნესთვის დრეიკმა ახალი საკონცერტო პროგრამა შექმნა.

ლონდონში მუსიკოსი ექვს კონცერტს გამართავს, ამის შემდეგ ის ამსტერდამს, გლაზგოს, მანჩესტერს, შეფილდს, დუბლინს, ბირმინგემს, სტოკჰოლმს, ოსლოს, კოპენჰაგენს, ჰამბურგს, პარიზსა და კიოლნს ესტუმრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები