LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

DRI: „ქართულ ოცნებას“ ევროკომისიის მე-8 რეკომენდაციასთან დაკავშირებით საკუთარი გეგმაც არ შეუსრულებია

129
Untitled-design-4-3

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ინფორმაციით, „ქართულ ოცნებას“ ევროკომისიის მე-8 რეკომენდაციასთან დაკავშირებით საკუთარი გეგმაც არ შეუსრულებია. ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ევროკომისია მე-8 რეკომენდაციაში არაორაზროვნად უთითებს მოწყვლადი ჯგუფების წინააღმდეგ დაგეგმილი ძალადობის ორგანიზატორების იდენტიფიცირებისა და პასუხისგებაში მიცემის აუცილებლობის შესახებ“.

პრემიერი: წელი გამოირჩეოდა ძალიან მნიშვნელოვანი, დადებითი მოვლენით და ეს არის ქვეყნის წარმატება ევროინტეგრაციის გზაზე

12 რეკომენდაცია, რომელიც განისაზღვრა ჩვენი ქვეყნისთვის ზედმიწევნით შესრულდა: ირაკლი ღარიბაშვილი

„ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით საქართველოს განაცხადზე ევროკომისიის მე-8 რეკომენდაცია მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვას და ძალადობის ფაქტებზე ეფექტიან რეაგირებას ითხოვს. ევროკომისია მე-8 რეკომენდაციაში არაორაზროვნად უთითებს მოწყვლადი ჯგუფების წინააღმდეგ დაგეგმილი ძალადობის ორგანიზატორების იდენტიფიცირებისა და პასუხისგებაში მიცემის აუცილებლობის შესახებ. აღნიშნული რეკომენდაცია ევროკომისიამ 2022 წლის 7 სექტემბერს კიდევ ერთხელ დააზუსტა, როდესაც ხაზგასმით მოითხოვა 2021 წლის 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორების პასუხისგებაში მიცემა.

კალაძე: გავაკეთებთ ყველაფერს, რაც 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად არის საჭირო, თუმცა შემდეგ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული სტატუსის მონიჭებაზე, ჩვენზე არაა დამოკიდებული

მიუხედავად ამისა, გეგმაში, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ევროკომისიის 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესასრულებლად წარმოადგინა, მოწყვლადი ჯგუფების წინააღმდეგ დაგეგმილი ძალადობის ორგანიზატორების იდენტიფიცირებისა და პასუხისგებაში მისაცემად გადასადგმელი ნაბიჯების შესახებ არაფერია მითითებული. გეგმა მხოლოდ „ყველა შესაბამისი საქმის გამოძიების შესახებ“ ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების ვალდებულებით შემოიფარგლება, რაც ავიწროებს ევროკომისიის რეკომენდაციას და სრულად არ შეესაბამება მის სულისკვეთებასა და შინაარსს.

მმართველი პარტიის მიერ საკუთარი გეგმის შესრულების პროგრესის განსასაზღვრად, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა საქართველოს პარლამენტს მიმართა. პასუხად გეგმის შესასრულებლად „აქტიურად მუშაობის“ დასტური და „ახლო მომავალში“ უფრო  კონკრეტული ინფორმაციის მიღების დაპირება მივიღეთ. ამ დრომდე ღია წყაროებში არ იძებნება ევროკომისიის მე-8 რეკომენდაციის შესრულების კუთხით საქართველოს პარლამენტის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ინფორმაცია“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g