LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე: გავაკეთებთ ყველაფერს, რაც 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად არის საჭირო, თუმცა შემდეგ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული სტატუსის მონიჭებაზე, ჩვენზე არაა დამოკიდებული

46
კახა კალაძე

„ხელისუფლების ყველა შტო გავაკეთებთ ყველაფერს, რაც 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად არის საჭირო, თუმცა შემდეგ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული სტატუსის მონიჭებასთან დაკავშირებით, ჩვენზე არაა დამოკიდებული“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც თბილისის მერმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, ქვეყნის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე შეძლონ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულება, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

„ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ, პირთა ზეგავლენა პოლიტიკაზე კანონის დამტკიცებით იქნება წარმართული, თუ სხვა გზით“: ევროკავშირის ელჩი „დეოლიგარქიზაციის“ კანონზე

„ვიცით ვისზეა ეს დამოკიდებული და ისიც გვახსოვს, როგორი პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული, როდესაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭეს. არანაირი ახსნა-განმარტება არ ჰქონდა ამას. ვისმენდით მხოლოდ გაურკვეველ განმარტებებს, რომ თითქოს ადგილმდებარეობას გვიწუნებდნენ. ჩვენი მხრიდან ყველაფერი გაკეთდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, კალაძე გამოეხმაურა 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების შესახებ ხელისუფლების მიმართ პრეზიდენტის კრიტიკას და განაცხადა, რომ „ამის საფუძველი არ არსებობს.“

პრეზიდენტი: ჩვენ არც ძლიერი ინსტიტუტები გაგვაჩნია, არც ინსტიტუტების პატივისცემა და არც მართლმსაჯულება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები