„დროა, საქართველოს ხელისუფლებამ აღადგინოს საზოგადოების ნდობა – განიხილოს ახალი არჩევნების შესაძლებლობა“, – ამის შესახებ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი, კასპარ ველდკამპი სოციალურ ქსელში წერს.
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელში წერს, რომ მიესალმება „სალომე ზურაბიშვილის ლიდერობას და მის მტკიცე ერთგულებას საქართველოს ევროპული გზისადმი“:
„დროა, საქართველოს ხელისუფლებამ აღადგინოს საზოგადოების ნდობა დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ, განახორციელოს ეუთოს რეკომენდაციები და ამ რეკომენდაციებზე დაყრდნობით განიხილოს ახალი არჩევნების შესაძლებლობა.
მივესალმები სალომე ზურაბიშვილის ლიდერობას და მის მტკიცე ერთგულებას საქართველოს ევროპული გზისადმი. ქართველები უკვე ერთი თვეა მშვიდობიანად იცავენ თავიანთ დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს ქუჩაში, მიუხედავად ძალადობისა და დაშინებისა“ – წერს პლატფორმა X-ზე ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი.