უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ დროა, საქართველომ და უკრაინამ ნატო-სგან მაპის მინიჭებასა და ევროკავშირში შესვლის გეგმასთან დაკავშირებით კონკრეტული წინადადებები მიიღონ.
ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ “ტვიტერში” მას შემდეგ დაწერა, რაც საქართველოს პრეზიდენტთან ტელეფონით ისაუბრა.
სალომე ზურაბიშვილი ზელენსკის ტელეფონზე ესაუბრა
ზელენსკი წერს, რომ მაშინ, როდესაც უკრაინა-რუსეთის საზღვარზე დაძაბული ვითარებაა, სოლიდარობა და ძალისხმევის გაერთიანება უმნიშვნელოვანესია:
“ვეთანხმები სალომე ზურაბიშვილს, რომ დროა უკრაინამ და საქართველომ ნატო-ს მიერ მაპის მინიჭებასა და ევროკავშირში შესვლის გეგმასთან დაკავშირებით კონკრეტული წინადადებები მიიღონ. ძალისხმევის გაერთიანებას და სოლიდარობას დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.” – წერს ზელენსკი.
I fully agree with @Zourabichvili_S that it is time for concrete proposals for ?? and ?? to obtain a @NATO MAP and a plan to join @EU. Consolidation of efforts and solidarity are crucial today. ?? and ?? enjoy historic mutual understanding and support in the issue of peace
— Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) April 15, 2021
შეგახსენებთ, დღეს ზურაბიშვილმა და ზელენსკიმ ტელეფონით ისაუბრეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ზურაბიშვილმა შეშფოთება გამოხატა რუსეთ-უკრაინის საზღვარსა და ყირიმში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით და უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა.
მან ხაზი გაუსვა უკრაინის მიერ პროვოკაციების მიმართ გამძლეობის აუცილებლობას და აღნიშნა, რომ აუცილებელია, იმოძრაონ საერთო უსაფრთხოების ერთადერთი მიმართულებით, რომელიც ევროატლანტიკური ინტეგრაციაა.