LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დროას“ მიერ უკრაინასთან დაკავშირებით მომზადებულ დოკუმენტს “რესპუბლიკური პარტია“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ ხელს მოაწერენ

147
დროა

„რესპუბლიკური პარტია“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ პარტია „დროას“ მიერ უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ მომზადებულ დოკუმენტს ხელს მოაწერენ.

„დროამ“ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ალტერნატიული ვერსია შეიმუშავა და ოპოზიციურ პარტიებს თანაავტორებად იწვევს

დოკუმენტში გათვალისწინებულია ყველა ის მკაფიო ფორმულირება, რომელსაც ოპოზიცია უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე მუშაობის დროს ითხოვდა. – ამის შესახებ„რეფორმების ჯგუფის“ ხელმძღვანელმა და „რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„დროას” განცხადება, რომელიც სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიასთან კონსულტაციებით მომზადდა, არის ტექსტი, რომელსაც იზიარებს ჩვენი ჯგუფი – „სტრატეგია აღმაშენებელი” და “რესპუბლიკელები”. “რესპუბლიკური პარტია” იქნება ამ დოკუმენტზე ერთ-ერთი ხელმომწერი. დოკუმენტში გათვალისწინებულია ყველა ის მკაფიო და მკაცრი ფორმულირება, რომელსაც ოპოზიცია ითხოვდა რეზოლუციაზე მუშაობის დროს. დარწმუნებული ვარ, ამ განცხადებას ყველა ოპოზიციური პარტია შეუერთდება”,- განაცხადა სამნიძემ.

„სტრატეგია აღმაშენებლის” წევრის პაატა მანჯგალაძის თქმით კი, დოკუმენტის შინაარსი ზუსტად ასახავს რეალობას.

ფოტო: IPN
mazda magti 5g