LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დროული ინიციატივაა, რომ გაიზარდოს ჩვენთან დასაქმებული ადამიანების მოტივაცია – თურნავა

47
3-ekonomika

ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა, რომ ვიზრუნოთ იმაზე, რომ საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანების მოტივაცია იყოს უფრო მაღალი, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაღალი რანგის პროფესიონალები შევინარჩუნოთ, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. მისი თქმით, იმის გამო, რომ ბოლო წლების განმავლობაში ხელფასების ზრდა ვერ მოხერხდა, ამა თუ იმ უწყებაში კადრების გადინება შეინიშნება.

„მოწადინებულები ვართ, რომ ახალგაზრდა კადრები შევინარჩუნოთ, მაგრამ გაცილებით ნაკლებ კონკურენტუნარიანი გახდა საჯარო სექტორი კერძო სექტორთან შედარებით. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად სწორი და დროული ინიციატივაა, რომ გაიზარდოს ჩვენთან დასაქმებული ადამიანების მოტივაცია, ვინც საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება საკამოდ სერიოზულ საკითხებს – მათ უნდა ჰქონდეთ შესაბამისი ხელფასი“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ამავე თემაზე საუბრობს საქართველოს ფინანსთა მინისტრიც. ლაშა ხუციშვილი საჯარო სექტორში ხელფასების ზრდის საჭიროებას სექტორის კონკურენტუნარიანობის დაკარგვის საშიშროებით ხსნის და აცხადებს, რომ თუ ასე მოხდება, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები შეფერხდება.

როგორც ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საჯარო მოხელეების ხელფასები არ უნდა იყოს ყოველთვის გარკვეული პოლიტიკური სპეკულაციების საგანი და ეს უნდა იყოს კონკრეტულ ფორმულაზე, ან ინდექსაციაზე დაფუძნებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები