LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დუა ლიპა ,,შანელის” ლუქით საყვარელი მამაკაცის მხარდასაჭერად ბერლინში გამოჩნდა

107
download (3)

გერმანიაში, ბერლინის 76-ე საერთაშორისო კინო ფესტივალი მიმდინარეობს. ფესტივალმა სტარტი 12 თებერვალს აიღო და 22 თებერვლამდე გასტანს.

,,ბერლინალეს” ფარგლებში, 14 თებერვალს, ბრაზილიელი რეჟისორის, კარიმ აინუზის ფილმის – Rosebush Pruning პრემიერა შედგა. კინოსურათში, რომელიც წლევანდელი ,,ოქროს დათვის” ნომინანტი და მარკო ბელოკიოს 1965 წლის ნამუშევრის – ,,მუშტები ჯიბეში” რიმეიქიაა, მთავარ როლს, კალუმ ტერნერი ასრულებს.

მსახიობი ფილმის საპრეზენტაციო ჩვენებაზე საცოლის, დუა ლიპას თანხლებით წარდგა. ვარსკვლავური წყვილის მიმართ წითელ ხალიჩაზე ფოტოგრაფების განსაკუთრებული ყურადღება იყო მიპყრობილი.

საღამოსთვის, ტერნერმა ,,ლუი ვიტონის” ყავისფერი ლუქი, ხოლო მომღერალმა ,,შანელის” შავი გამჭვირვალე კაბა მოირგო.

ცნობისთვის, კალუმ ტერნერისა და დუა ლიპას რომანი 2024 წლიდან დაიწყო. ინფორმაცია მათი ნიშნობის შესახებ გასული წლის ზაფხულში, ამ უკანასკნელმა ბრიტანულ Vogue-თან ინტერვიუში გაასაჯაროვა.

დუა ლიპა და კალუმ ტერნერი დაინიშნნენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები